ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუსი" რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს


რუსეთის მთავრობა მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს ართმევს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზი" რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს მშვიდობიან მანიფესტაციებში მონაწილე ადამიანების დაკავება, რამეთუ რუსეთის მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება აქვთ მშვიდობიან, საჯარო გამოსვლებში მიიღონ მონაწილეობა.

"ფრიდომ ჰაუზი" ამ განცხადებაში გულისხმობდა ცნობილი აქტივისტების ლევ პონომარიოვისა და მიხაილ შნაიდერისთვის გამოტანილ სამდღიანი პატიმრობის გადაწყვეტილებას.

"ფრიდომ ჰაუზის" ევრაზიის პროგრამის პროგრამების წამყვანმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ერთთვიანი ხანძრებით გამოწვეული ტრამვული გამოცდილების შემდეგ, მთავრობას უნდა შეძლებოდა მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნა და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება მიეცა .

რატომ მოხდა პონომოიოვის დაკავება, როცა იგი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას არ არღვევდა, მაშინ, როცა რუსეთის მთავრობა არც არაფერს აკეთებს გასულ წელს მისი თავდამსხმელების დასაკავებლად ? ნაქვამია "ფრიდომ ჰაუზის" განცხადებაში.

XS
SM
MD
LG