ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დამკვირვებლები ჩავლენ


North Korean children hold up red scarves to be tied around their necks during an induction ceremony into the Korean Children's Union held at a stadium in Pyongyang, April 12, 2013.
North Korean children hold up red scarves to be tied around their necks during an induction ceremony into the Korean Children's Union held at a stadium in Pyongyang, April 12, 2013.

უფლებადამცველების ცნობით სამხრეთით მდებარე დარაას პროვინციაში მოწინააღმდეგე მხარემაც 2 ჯარისკაცი დაკარგა.

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ სხდომაზე დახურული კენჭისყრით, სირიაში 30 შეუიარაღებელი დამკვირვებლის გაგზავნა გადაწყდა. დამკვირვებლები დამასკოში ამ დღეებში გაემგზავრებიან. მონიტორინგის ჯგუფი გაეროს სპეციალურ დესპანს, კოფი ანანს სამშვიდობო გეგმის პუნქტების შესრულების შესახებ მოახსენებს. ორივე მხარემ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, სირიის ხელისუფლებამ ქალაქებიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანოს და ოპოზიციასთან მოლაპარაკება დაიწყოს.

დღეს სირიის სამთავრობო ძალების მიერ კიდევ 5 ადამიანი იქნა მოკლული - იტყობინებიან სირიელი აქტივისტები. მათი თქმით, ხელისუფლების განკარგულებაში მყოფმა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოში მიმდინარე ოპოზიციონერთა დაკრძალვის ცერემონიალს გაუხსნა. უფლებადამცველების ცნობით, სამხრეთით მდებარე დარაას პროვინციაში მოწინააღმდეგე მხარემაც 2 ჯარისკაცი დაკარგა.

XS
SM
MD
LG