ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა კონგრესმენებმა მუქარის წერილები მიიღეს


ამერიკელმა კონგრესმენებმა მუქარის წერილები მიიღეს
ამერიკელმა კონგრესმენებმა მუქარის წერილები მიიღეს

ვაშინგტონის პოლიციამ დააკავა ადამიანი, ვინც კაპიტოლიუმის შენობის წინ ბომბის აფეთქებას გეგმავდა.

ამერიკის კონგრესის სამმა წევრმა საეჭვო შემადგენლობის ფხვნილთან ერთად მუქარის წერილები მიიღო.

სამართალდამცავთა განცხადებით, ფხვნილის შემადგენლობა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სენატის დაცვის სააგენტოს თანამშრომლის ტერანს გეინერის განცხადებით, წერილებში ავტორი მიუთითებს,რომ ფხვნილს შესაძლოა მავნე შემადგენლობა ჰქონდეს.

დღემდე მუქარის წერილების ავტორთა ვინაობა უცნობია. თუმცა სავარაუდოდ ერთი წერილი წარმომადგნელთა პალატის ოფისში მივიდა, ორი კი სენატის ოფისში მიიღეს.

ტერანს გეინერმა კონგრესის ოფისთა თანამშრომლებს პორტლანდიდან გამოგზავნილი წერილების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ურჩია.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, საეჭვო წერილები ცნობილმა კომედიანტებმა ჯონ სტიუარტმა და სტივენ გოლბერტმაც მიიღეს.

მუქარის წერილებამდე ერთი კვირით ადრე, ვაშინგტონის პოლიციამ დააკავა ადამიანი, ვინც კაპიტოლიუმის შენობის წინ ბომბის აფეთქებას გეგმავდა.

XS
SM
MD
LG