ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი განცხადება


სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი განცხადება

თეირანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ ელექტრონული ფარდის მომხრეა და საკუთარი მოსახლეობის მუდმივი გაკონტროლება სურს.

შეერთებული შტატები გმობს ირანის მიერ ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული “თეირანში ვირტუალური ამერიკის საელჩოს” ჩახშობას. ინტერაქტიული გვერდის ფუნქციონირება ირანში ამოქმედებიდან 24 საათში შეწყდა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ირანმა ამ ქმედებით ცენზურის კიდევ ერთი დემონსტრირება მოახდინა. სამშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაშვებული ვირტუალური მისია ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 30-წლიანი დაძაბული ურთიერთობის აღდგენას ემსახურებოდა.

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უპრეცენდენტო ინტერნეტ-პროექტს "შიშის დაძლევის ორმხრივი მექანიზმი" უწოდა. თუმცა თეირანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ელექტრონული ფარდის მომხრეა და საკუთარი მოსახლეობის მუდმივი გაკონტროლება სურს.

XS
SM
MD
LG