ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ძალებმა 2014 წლისთვის ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს უსაფრთხოებაზე კონტროლი 2014 წლამდე უნდა გადასცენ.

ოფიციალური პირების ცნობით, ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომანქანა ააფეთქა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა.

პროვინციის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულთა შორის 10 პოლიციელია, ასევე დაჭრილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ტერაქტი ქალაქ ლაშქარ გაღში, პოლიციის შენობასთან განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო მოძრაობა თალიბანმა. აღნიშნულ ქალაქში უსაფრთხოებაზე კონტროლი ნატოს კოალიციამ უკვე გადააბარა ავღანეთში სამხედრო ძალებს.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო ძალებმა 2014 წლისთვის ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს უსაფრთხოებაზე კონტროლი 2014 წლამდე უნდა გადასცენ.

XS
SM
MD
LG