ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 წელს ობამა თეთრ სახლში ერთხელ უკვე შეხვდა დალაი ლამას, რამაც ჩინეთის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია.

ჩინეთი მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას დალაი ლამასთან თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს. პეკინი უკვე ერთი კვირაა აფრთხილებს ოფიციალურ ვაშინგტონს რომ თუ შეხვედრა შედგება, ამას ჩინეთის საპასუხო რეაქცია მოყვება.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰონგ ლეი ვარაუდობს, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბება.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დალაი ლამას ვაშინგტონში ორ-კვირიანი ვიზიტის ბოლო დღეს შეხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

2010 წელს ობამა თეთრ სახლში ერთხელ უკვე შეხვდა დალაი ლამას, რამაც ჩინეთის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია.

დალაი ლამა ვაშინგტონში ბუდისტური ტრადიციის, 11 დღიანი კალაჩაკრას რიტუალის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ეს რიტუალი ამერიკის დედაქალაქში პირველად ჩატარდა. კალაჩაკრას რიტუალის აზრი მედიტაცია და ბუდიზმის მიმდევრების დამოძღვრაა.

დალაი ლამამ ვიზიტის დროს მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხერხდება.

XS
SM
MD
LG