ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ფიქრობენ ქართველები ავღანეთის თემაზე?


რას ფიქრობენ ქართველები ავღანეთის თემაზე?

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთს 2012 წელს დატოვებენ.

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხცადებაზე, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ამერიკა 10, 000 სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს ავღანეთიდან, ხოლო მომავალ წელს კი 23,000 სამხედრო მოსამსახურეს დატოვებს ავღანეთს, ქართველი ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აკეთებს კომენტარს:

" ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სჩანს საერთაშორისო სამშვიდობო კოალიციამ ძირითადად მიაღწია თავის მიზანს და ამის გამო შედარებით დარეგულირებული არის სიტუაცია ავღანეთში. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და ამავე დროს ალბათ აქ გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ეს ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალზე ძვირი უჯდებოდა. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა კვირაში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე ჯდება ეს ოპერაცია. ამდენად დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ესეც ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა რა თქმა უნდა მთავარი ის არის, რომ ძირითადად კოალიციამ შესძლო მის წინაშე დასახული ამოცანის შესრულება. ვფიქრობ ეს ასეა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს უნდა გადაეცეთ და მან ასევე ხაზი გაუსვა სწორედ იმ გარემოებას, რომ ავღანეთში ამ დროისათვის ზოგიერთ პროვინციაზე კონტროლს უკვე ახორციელებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები. ეს არის უკვე იმ დიდი სამუშაოს შედეგი, რომელიც საერთაშორისო კოალიციამ ჩაატარა ავღანეთში და აქედან გამომდინარე ალბათ შესაბამისმა სტრუქტურებმა და შესაბამისმა ორგანიზაციებმა მშვენივრად იციან რომ უკვე დადგა დრო, რომ ძირითადად ავღანეთში ხელისუფლებას მოეთხოვოს პასუხი ქვეყანაში უსაფრთხოებაზე და იმ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც სამწუხაროდ აი უკვე თითქმის 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ავღანეთში. ამდენად ეს ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს გაანგარიშებული და გათვლილი აქვთ. ყველაფერი ხორციელდება წინასწარ დასახული გეგმის შესაბამისად. „

ბატონმა ედიშერმა ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილებაზე, წვლილსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ცოტა ისტორიაში გადავიდეთ და ვიტყვი იმას, რომ დღეს არ იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ ქართველები ავღანეთში. ქართველები ავღანეთში იბრძოდნენ შუა საუკუნეებშიც და რაღაცნაირად ალბათ იმისი გაგრძელებაა დღევანდელ დღეს თუმც დღეს სულ სხვანაირი სიტუაციაა თანამედროვე მსოფლიოში შექმნილი. ჩემის აზრით, აუცილებელია ქართველების ავღანეთში მონაწილეობა, მაგრამ დავსძენდი კიდევ, რომ ეს უნდა იყოს შედარებით შეზღუდული კონტიგენტი ჩემის აზრით, ვინაიდან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე იქ უნდა იყოს შედარებით მცირე კონტიგენტი, რომელიც მსოფლიოს თანამეგობრობის გვერდი-გვერდ დაარეგულირებს სიტუაციას ავღანეთში. ამავე დროს ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ავღანეთის ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცები იღებენ საბრძოლო ნათლობას, საბრძოლო წრთობას, რომელიც ალბათ მომავალში გამოადგება საქართველოს და ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ხშირად გამოსაყენებელი. ალბათ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალში საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირებული იყოს და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ძალზე დიდად ჩვენი კონტიგენტის გაზრდა ჩემი სუბიექტური აზრია არ შეიძლება, ვინაიდან ერთი ჯარისკაცის დაღუპვაც კი ჩვენი მოსახლეობისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის ტრაგედიაა. ასე რომ აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ჩვენი სამშვიდობო კონტიგენტი ამ სამშვიდობო ოპერაციაში, მაგრამ ეს უნდა იყოს შეზღუდული რაოდენობით.“

რუსეთის სამხედრო ქმედებებმა რეგიონი ჩიხში მოაქცია. მან დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ნორმები. მას შემდეგ სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა ეს საშიში ილუზიაა, რადგან რუსეთმა შესაძლოა პოტენციურად საშიში ქმედებები განახორციელოს. 2008 წლის შემდეგ საქართველოში 12 ტერორისტული აქტის მცდელობა იყო, რომელიც რუსეთს უკავშირდება. ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სცადა, რასაც რამდენიმე პრაგმატული და სტრატეგიული მიზეზი ჰქონდა. რუსეთი ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მოთამაშე და გაეროს მუდმივი წევრია. მასთან კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თვალი უნდა დავხუჭოთ მის ქმედებებზე პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში

პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო`- ასე დაიწყო თავისი გამოსვლა შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა. მან 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტერორისტულ აქტებს საქართველოს ტერიტორიაზე. დრეიერის თქმით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ერთმანეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვაშინგტონმა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვის ტაქტიკაზე თვალი დახუჭოს. მან კიდევ ერთხელ დადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. დევიდ დრეიერი საქართველოში ვიზიტით ბოლოს ივნისის დასაწყისში, კონგრესმენების დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთს 2012 წელს დატოვებენ. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს ამერიკაში 10 ათასი სამხედრო დაბრუნდება, ხოლო 2012 წლისთვის კიდევ 23 ათასი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ავღანეთში 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამამ თავიდან უარყო ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა და განაცხადა, რომ სამხედროები მხოლოდ 2014 წელს გამოვიდოდნენ, რადგან ავღანეთში მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილური არ იყო, თუმცა მოგვიანებით ობამამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ბარაკ ობამამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამერიკამ შეასრულა მის წინაშე დასახული ამოცანები ავღანეთში, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე 10 ათას, ხოლო მომავალ წელს კიდევ 23 ათას სამხედრო მოსამსახურეს დააბრუნებს ავღანეთიდან,

რაც, ჯამში, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალების 30 პროცენტით შემცირებას ნიშნავს. ანუ არმია ავღანეთში ზუსტად იმდენით მცირდება, რამდენი დამატებითი ჯარისკაციც პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის ომში გაგზავნა 2009 წელს, როდესაც განაცხადა, რომ „ამით არ ამოიწურება ომის დასრულებისკენ მიმართული ამერიკის ძალისხმევა.“

როდესაც 22 ივნისს თეთრ სახლში ჯარების შემცირების გეგმებზე საუბრობდა, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ავღანეთში შექმნილმა ამჟამინდელმა ვითარებამ - ამერიკის არმიის, კოალიციისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმატებებმა - შესაძლებელი გახადა ასეთი გადაწყვეტილების მიღება:

„აღნიშნულ შემცირებას ჩვენ ძლიერის პოზიციიდან ვიწყებთ. „ალ ყაიდა“ გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. პაკისტანის ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ შევიპყარით ან გავანადგურეთ „ალ ყაიდის“ ლიდერების ნახევარზე მეტი. ჩვენი პროფესიონალი მზვერავებისა და სპეციალური დანიშნულების ნაწილების წყალობით, მოვკალით ოსამა ბინ ლადენი, ერთადერთი ლიდერი, რომელიც „ალ ყაიდას“ ოდესმე ჰყოლია.“

რამდენიმე პროვინციასა და მუნიციპალიტეტში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უკვე გადავაბარეთ ავღანელ ხალხს...


თავის მხრივ, ავღანეთში მიმდინარე ხანგრძლივი ანტიტერორისტული ომის გამო ზეწოლის ქვეშ იყო თავად ბარაკ ობამა კონგრესის ბევრი წევრისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია და იგი არ ღირს ამერიკელი ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის ფასად. ავღანეთში მიმდინარე ომში 1 500 ამერიკელი ჯარისკაცი დაეცა, 10 ათასზე მეტმა კი სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო. ნოემბერში ნატოს ლისაბონის სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ალიანსში შეათანხმეს მოქმედების ერთიანი სტრატეგია, რომლის თანახმადაც, 2014 წლამდე უნდა დასრულდეს სამხედრო ოპერაციის ფაზა, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს უნდა გადაეცეთ. ავღანეთში ამ დროისათვის ნატოსა და ალიანსის მოკავშირეების 132 ათასი ჯარისკაცი მსახურობს.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში „ბევრი სიძნელე არსებობს“, ობამას თქმით, ზოგიერთ პროვინციაზე კონტროლს უკვე ახორციელებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომლებიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებენ მეამბოხეების წინააღმდეგ:

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდაავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG