ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგორში წყალდიდობამ სახლები დააზიანა


ახალგორში წყალდიდობამ სახლები დააზიანა

ფორმა 9 პირადობის დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს მხოლოდ რუსულ ენაზეა და დე–ფაქტო ადმინისტრაციის ლოგოთი გაიცემა.

ახალგორში გადაადგილება ამჟამად არ იზღუდება. იმისთვის, რომ ცხინვალის დე–დაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდეთ, ხელთ უნდა იქონიოთ ცნობა ქართულ და რუსულ ენებზე, რომლის მიხედვით დადასტურდება, რომ თქვენ ახალგრის მაცხოვრებელი ხართ.

ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური, რომელიც ბოლო პერიოდამდე ახერხებდა ახალგორში გადაადგილებას, ახლა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის დაბაში შესვლა შეუძლებელია. „შესვლას კი შევძლებ, მაგრამ გამოსვლისას შეიძლება ადგილობრივმა ადმინისტრაციამ მომთხოვოს ფორმა 9-ის აღება. მე კი, თუ ასეთ საბუთს ავიღებ, გამოვა, რომ ოკუპანტების ხელისუფლებას ვცნობ. ამიტომ ვეღარ წავალ ახალგორში“ – ამბობს ზურაბ ფიცხელაური.

ფორმა 9 პირადობის დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს, მხოლოდ რუსულ ენაზეა და დე–ფაქტო ადმინისტრაციის ლოგოთი გაიცემა. ის ადასტურებს, რომ მფლობელი ნამდვილად ახალგორის მკვიდრია.

საქართველოს ხელიუსფლების გადაწყვეტილებით, ახალგორიდან დევნილები ორი ალტერნატივის წინაშე დგებიან: ისინი იძულებულნი არიან აირჩიონ სამუშაო ან საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ან ახალგორში. ამგვარი მიდგომა ახალგორელებს დილემის წინაშე აყენებს. ზურაბ ფიცხელაურს, ახალგორის გამოგებელს მიაჩნია, რომ სამართლიანია, როცა საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქისგან მოითხოვს უარის თქმას ოკუპანტისგან ხელფასის მიღებაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩვენს სამსახურებში უბრალოდ აღარ დავასაქმებთ“- ამბობს ზურაბ ფიცხელაური.

ახალგორის მცხოვრებლებს გაორებული ყოველდღიურობა აქვთ. თითქმის ყველა ოჯახი ცდილობს შეინარჩუნოს სახლი და პერიოდულად დაფიქსირდეს ახალგორშიც. პარალელურად კი იცხოვროს წეროვანში ან დევნილთათვის განკუთვნილ სხვა ჩასახლებაში.

ზურაბ ფიცხელაურის განმარტებით, ახალგორიდან წამოსულ ყველა ადამიანს დევნილის სტატუსი უკვე მიღებული აქვს. ამ დრომდე იქ რამდენიმე უწყება რჩება, რომელის თანამშრომლები ხელფასებს საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ. მათ შორისაა ახალგორის ბავშვთა სახლიც. თუმცა თუ ახალგორში მცხოვრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურშია დასაქმებული, რასაც ადგილობრივი, ოსური ადმინისტრაცია აფინანსებს, იგი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამსახურს ვეღარ მიიღებს.

ქალბატონი ნანა წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, ამგვარი მიდგომა ადამიანებს რთული არჩევანის წინაშე აყენებს და ვინც ახალგორშია დასაქმებული, მათ ფაქტობრივად, იძულებულს ხდის უარი თქვან ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოკვეთაზე:

„ამ რამდენიმე დღის წინ დიდი წყალდიდობა იყო ახალგორში, სახლები დაიტბორა. ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ? ალბათ ისევ ოსურ ადმინისტრაციას, მაგრამ დაეხმარებიან ისინი?" - კითხულობს ქალბატონი ნანა.

ახალგორში მცხოვრებთათვის ჯერაც გაურკვეველია, რომელი ხელისუფლების კომპეტენციაში შედის მათი სოციალური პრობლემების მოგვარება.

XS
SM
MD
LG