ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუამარ კადაფი სამალავში გადადის


მუამარ კადაფი სამალავში გადადის
მუამარ კადაფი სამალავში გადადის

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპიკერის განცხადებით, წარმატებული საჰაერო შეტევების შედეგად მუამარ კადაფი აიძულეს სამალავში გადასულიყო.

ნატოს სარდალი მაიკლ ბრაკენი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი კადაფი ტრიპოლიში შეიარაღებული ძალების კონტროლს ვეღარ ახერხებს. უკანასკნელი საჰაერო შეტევების შედეგად, ლიბიის რამდენიმე საპორტო ქალაქში კადაფის სამხედრო ხომალდები გაანადგურეს.

ამ მოვლენების ფონზე, პრეზიდენტი ობამა შეერთებული შტატების სენატს ლიბიაში ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებული სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას სთხოვს.

გუშინ კანონმდებლების მისამართით გაგზავნილ მიმართვაში, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ლიბიაში ამერიკის მონაწილეობა მხოლოდ ნატოს მისიით უნდა შემოიფარგლოს.

XS
SM
MD
LG