ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიაში კვლავ მსხვერპლია
სირიაში კვლავ მსხვერპლია

სროლა ისმოდა ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ბანიასშიც.

დღეს კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა სირიაში მიმდინარე გამოსვლების დროს, როდესაც უშიშროების ძალებმა ქალაქ ჰომსში ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო დემონსტრაციიის მონაწილეებს.

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთში მდებარე სოფელ სანამეინში მომხდარი შეტაკების შედეგად. სროლა ისმოდა ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ბანიასშიც.

ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების განცხადების თანახმად, სახალხო გამოსვლების დაწყების შემდეგ, სირიის მმართველმა რეჟიმმა 850 სამოქალაქო პირი გამოასალმა სიცოცხლეს და 7, 000 ადამიანი ციხეებში ჩაყარა.

XS
SM
MD
LG