ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტები ადმინისტრაციულ საზღვარზე


ჟურნალისტები ადმინისტრაციულ საზღვარზე
ჟურნალისტები ადმინისტრაციულ საზღვარზე

„გოუ ჯგუფმა“ კონფლიქტის ზონა იმ იმედით დატოვა. რომ ჟურნალისტები აიძულებენ „დანარჩენ სამყაროს“ მიმართონ მეტი ყურადღება ომით დაზარალებული ადამიანებისკენ.

დვანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელია, სადაც ორი ქართული საგუშაგოა. ქართულ და ოსურ ადმინისტრაციული საზღვარის ერთ–ერთ წერტილს სწორედ ეს ადგილი წარმოადგენს. ზაალ ახალკაცის სახლი პირობითად გამყოფ ხაზზე მდებარეობს. ეზოს წინ ვიწრო ქუჩა გადის. ზაალის სახლიდან ქუჩას თუ პირდაპირ გამოყვებით და მარჯვნივ გამოხვალთ, იცოდეთ, რომ ქართული იურისდიქციის ქვეშ ხართ, მარცხნივ კი ასეთი იურისდიქცია აღარ ვრცელდება. მედია ორგანიზაცია „გოუ ჯგუფმა“, რომელიც სამოქალაქო ჟურნალისზმის ერთ–ერთი პიონერია საქართველოში, სტუმრობა ამ სოფელში სწორედ ზაალ ახალკაცთან გადაწყვიტა. დაახლოებით 10 ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი მედიისა და „დართ ცენტრის“ წამომადგენლები დვანში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. ზაალ ახალკაცის სახლში კი „გოუ ჯგუფის“ ჟურნალისტების მიერ გადაღებული რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.

შეხვედრაზე ბევრი პრობლემური საკითხი წამოიჭრა, რაც ძირითადად სოციალურ თემატიკას ეხებოდა, თუმცა იყო ისეთი თემებიც, რაზეც კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანები ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებენ. ეკა ჭითანავა, ჟურნალ „ლიბერალის“ კორესპონდენტი ამბობს, რომ „გოუ ჯგუფის“ ერთ–ერთი ფილმის ნახვისას, ჩრდილო ოსეთში მცხოვრები ადამიანის შესახებ, პუბლიკის რეაქციები არაერთგვაროვანი იყო. ეკა იმის შესახებაც საუბრობს, რომ სხვა, მანამდე განუცდელი ემოციებით იტვირთება ადამიანი, როდესაც კონფლიქტის ზონას თავად სტუმრობს.

მარგარიტა ახვლედიანი „გოუ ჯგუფისა“ და სტუდია „თვითმხილველის“ დირექტორი და მთავარი რედაქტორია. იგი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია პერმანენტულად მართავს მსგავს აქციებს, რა დროსაც ხვდებიან როგორც დევნილებს, ასევე კონფლიქტის ზონის მოსახლეობას. „მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ერთ–ერთი მთავარი ფუნქციაა“– ამბობს მარგარიტა ახვლედიანი.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით დევნილებს, ადამიანებს, როლმებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ. ვაჩვენებთ ფილმებს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და შემდეგ ვმართავთ დისკუსიას, ვისმენთ მათ შეხედულებს, შთაბეჭდილებებს. როგორც წესი ამის შემდეგ ყოველთვის ჩნდებიან ახალი ავტორები. მოქალაქე რეპორტიორები, რომლებიც შემდგომ გვიკავშირდებიან და გვთავაზობენ ფილმების გადაღებას სხვადასხვა თემაზე. უმეტესწილად, ისე ხდება ხოლმე, რომ ასეთ ადგილებში მცხოვრები ადამიანები, მივიწყებულები არიან დანარჩენი საზოგადოების მიერ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. როგორც წესი, რაც უფრო მეტი ჟურნალისტი წერს მათ შესახებ, რაც უფრო მეტი ადამიანი ეცნობა მათ ცხოვრებას, მით უფრო მეტი დახმარება მიდის მათთან.

რამაც მე გამაკვირვა, ისაა, რომ გავიდა საკმარისად დიდი დრო ომიდან, თითქმის სამი წელი და არაა დიდი განსხვავება იმ სიტუაციებს შორის, რაც მე ვნახე ზუსტად ომის შემდეგ და რასაც ვხედავ ახლა. ომით დაზარალებულ ადამიანებს არ აქვთ ახალი პერსპექტივები, ახალი შანსები. ომის შემდეგ სარეაბილიტაციო პროგრამებზე მუშაობდა ძალიან ბევრი ორგანიზაცია და მოველოდი რომ იქნებოდა უფრო მეტი შედეგი“ – ამბობს მაგრაგიტა ახვლედიანი.

მალხაზ ჭკადუა, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი კონფლიქტის ზონაში პირველად იყო და გააოცა იმ ფაქტმა, რომ აქ მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯების კვალი ვერ დააფიქსირა:

„თუ ხელისუფლება არ მიმართავს გარკვეულ რესურსს მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ეს სოფლები დაცლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან“– ამბობს მალხაზ ჭკადუა.

„გოუ ჯგუფმა“ კონფლიქტის ზონა იმ იმედით დატოვა. რომ ჟურნალისტები აიძულებენ „დანარჩენ სამყაროს“, მიმართონ მეტი ყურადღება ომით დაზარალებული ადამიანებისკენ.

XS
SM
MD
LG