ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ მინისტრი თეირანშია


ერაყის პრემიერ მინისტრი თეირანშია
ერაყის პრემიერ მინისტრი თეირანშია

ნური ალ მალიკი ირანის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდა .

ერაყის პრემიერ მინისტრი თეირანში იმყოფება ირანელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად.

ნური ალ მალიკი ირანის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდა და უკვე რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურ პირს შეხვდა. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მალიკი ქვეყნის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადსაც შეხვდება და სხვადასხვა მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს.

ბატონი მალიკი რეგიონში მოგზაურობს და ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ხელისუფლების სათავეში დასარჩენად. იგი უკვე იმყოფებოდა სირიასა და იორდანიაში. მალიკის ეროვნულმა ალიანსმა ერაყში შვიდ მარტს ჩატარებულ არჩევნების ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა და მას ერაყის ყოფილი პრემიერ მინისტრის აიად ალავის ბლოკმა გაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ალავიმ ირანს ბრალი დასდო ახლო აღმოსავლეთში არეულობის მოწყობის მცდელობასა და ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში.

XS
SM
MD
LG