ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია აპროტესტებს


საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია აპროტესტებს

საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე „სინანულს“ გამოთქვამს.

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია აპროტესტებს
საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია აპროტესტებს

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა რუს კოლეგას წერილით მიმართა, რომელშიც მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილს - სამხრეთ ოსეთს - დამოუკიდებლობის მეორე წლისთავი მოულოცა.

ხსენებულ მიმართვაში რუსეთის პატრიარქმა კირილემ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის მეორე წლისთავი მოულოცა.

საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ „სინანული“ გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქმა კირილემ სეპარატისტულ რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის პატრიარქის მოლოცვა სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნეს.

XS
SM
MD
LG