ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვინეის ოპოზიცია აპროტესტებს


ოპოზიციასა და უშიშროების წარმომადგენელთა შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 30 ადამიანი დაშავდა.

პარასკევს გვინეის ოპოზიციამ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს დედაქალაქში სამუშაოდ არ გავიდნენ და ქალაქში გადაადგილებას მოერიდონ.

ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ისინი სახალხო გამოსვლებით, არჩევნების გადადებას აპროტესტებენ.

ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ოპოზიციასა და უშიშროების წარმომადგენელთა შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 30 ადამიანი დაშავდა.

გვინეის მოსახლეობის ნაწილი სახლში დარჩენას გეგმავს, რადგან მათ არ სურთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღონ იმის შიშით, რომ მთავრობა დემონსტრანტებს კვლავ ძალადობით უპასუხებს.

XS
SM
MD
LG