ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს


ტიმოშენკოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
ტიმოშენკოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

იულია ტიმოშენკოს შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს.

იულია ტიმოშენოს ადვოკატი აცხადებს, რომ უცხოელ ექიმთა დასკვნით, ტიმოშენკოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს.

გერმანელმა და კანადელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქალბატონ ტიმოშენკოს ხერხემლის ძლიერი ტკივილი აქვს და ფეხზე დგომა და მოძრაობა უჭირს.

ტიმოშენკოს ადვოკატის სერგეი ვასენკოს განცხადებით, დამოუკიდებელმა ექიმებმა პაციენტს განსხვავებული მეთოდებით მკურნალობა დაუნიშნეს. არ არის გამორიცხული, ქალბატონ ტიმოშენკოს ოპერაციაც დასჭირდეს.

უკრაინის ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით, უკრაინელი ექიმები დასავლელ კოლეგებს დიაგნოზის საკითხში ეთანხმებიან. თუმცა ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილის თქმით, ქალბატონი ტიმოშენკო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

XS
SM
MD
LG