ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მძაფრ ხასიათს იღებს


კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მძაფრ ხასიათს იღებს

თუ კადაფი ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს დამოკიდებულება მას პრობლემას არ შეუქმნის.

ლიბიის კონფლიქტში მეამბოხეთა გარკვეულ მიღწევებს ბატონი კადაფის მომხრეთა კონტრშეტევა ახლავს თან. ხმელეთზე განხორციელებული საბრძოლო ოპერაციები არც თუ დიდი წარმატებით გამოირჩევა, მიუხედევად იმისა, რომ მარტიდან მოყოლებული, ნატოს 5000 მეტი საბრძოლო თვითმფრინავი ოპერაციებში მონაწილეობს.

ნატოს ზოგიერთი წარმომადგენელი კადაფის რეჟიმს დასასრულს უახლოეს ხანში წინასწარმეტყველებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ალი ბრაჰიმიმ, ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან, კონფლიქტის მოგვარების გზებზე ჟურნალისტებთან ღიად ისაუბრა:

“ლიბიაში კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეშვეობით უნდა მოგვარდეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მოვლენების ამ ხრივ განვითარება უკვე დადებითია. ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ პროცესები ახალ პოლიტიკურ ჭრილში წარიმართებოდა,” განაცხადა ალი ბრაჰიმმა.

ბრაჰიმი ასევე აღნიშნავს,, რომ ლიბიის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კადაფისა და მისი ოჯახის. მან ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი ჯგუფი, კადაფის პოსტიდან წასვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ მისი ინტერესები დაცული იქნება.

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ლიბიაში - რიჩარდ დალტონი დასავლეთის ჩარევას ლიბიის საკითხში თავიდანვე ემხრობოდა. მისი თქმით, ზეწოლა ნატოს მხრიდან, რომელსაც თან შიდა მომხრეების უთანხმოება მოჰყვება, დაუყონებლივ დაასრულებს ბატონი კადაფის 42-წლიან რეჟიმს.

პარალელურად, აფრიკის კავშირი ცდილობს ხელი შეუწყობს ლიბიის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას. ახლახანს ჩატარებულ სამიტზე, კავშირის ლიდერებმა რეკომენდაცია გაუწიეს ლიბიის მოლაპარაკებებში თანამონაწილეობას გაერთიანებული ერებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

თუმცა, რიჩარდ დალტონს მიაჩნია, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ გაკეთებულმა გაფრთხილებამ ბატონი კადაფის მისამართით, მისი დაპატიმრების თაობაზე, გაეროს ჩართულობა გაართულა. უფრო მეტიც, რთულია ახალმა მთავრობამ ბატონ კადაფს ქვეყანაში დარჩენის ნება დართოს.

“არსებობს მოსაზრება კადაფის ლიბიაში დარჩენის თაობაზე მისი ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობის გარეშე. თუმცა ეს არარეალურია, განსაკუთრებით ახლა, როცა სანქცია მისი დაპატიმრების თაობაზე უკვე გაიცა.”

რიჩარდ დალტონი იმასაც დასძენს, რომ თუ კადაფი ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს დამოკიდებულება მას პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ბევრი ქვეყანა მზადაა ყურადღება არ მიაქციოს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. სხვა ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მისთვის თავშესაფრის პოვნა ერთგვარი სირთულე იქნება.

XS
SM
MD
LG