ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას მეორე რეაქტორი გახსნეს


ფუკუშიმას მეორე რეაქტორი გახსნეს

ტოკიოს ელექტრო კომპანია ტეპკოს წარმომადგენლის განცხადებით, დღეს ფუკუშიმას მეორე რეაქტორი გახსნეს და მისი გამაგრილებელი სისტემის შესაკეთებლად რეაქტორში სადგურის თანამშრომლები შეუშვეს.

ტეპკოს განცხადებით, მეორე რექატორიდან გაჟონილი რადიოაქტიული მასალების რაოდენობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

მაისში ტეპკომ პირველი რეაქტორის შეკეთება სცადა. ერთ-თვიანი სამუშაოების ჩატარების შემდეგ რეაქტორი შაბათს ცართეს, მაგრამ გამაგრილებელი სისტემა მწყობრიდან ჩართვიდან 5 საათში ისევ გაითიშა.

XS
SM
MD
LG