ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელებს საზღვარი გაუხსნეს


პალესტინელებს საზღვარი გაუხსნეს

პალესტინელ მამაკაცებს ეგვიპტის ვიზის მიღება უკვე საზღვარზე შეეძლებათ.

დღეიდან პალესტინელებს ღაზას სექტორიდან ეგვიპტის საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ. ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის მთავრობამ მიიღო. ასობით პალესტინელი შესაბამისი დოკუმენტებით უკვე დაიძრა საზღვრისკენ და ისინი ეგვიტის დროებითი მთავრობის ახალი პოლტიკით კმაყოფილები არიან.

თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბევრ პალესტინელს უარი უთხრეს ეგვიპტეში შესვლაზე და ამის მიზეზი მათ შესახებ ეგვიპტის უშიშროების სამსახრში არსებული ინფორმაცია იყო.

პალესტინელებს ეგვიპტის საზღვრი გადაკვეთა ყოველდღე შეეძლებათ პარასკევის გარდა. პალესტინელ მამაკაცებს ეგვიპტის ვიზის მიღება უკვე საზღვარზე შეეძლებათ. რაც შეეხებათ ქალებს, მათთვის შეზღუდვები არ იარსებებს.

XS
SM
MD
LG