ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები პასუხისმგებლობას იღებენ


თალიბები პასუხისმგებლობას იღებენ
თალიბები პასუხისმგებლობას იღებენ

შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ტერაქტის შედეგად ორი ამერიკელი დაიჭრა.

პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ფეშავარში შერთებული შტატების საკონსულოს კუთვნილ ავტოკორტეჟზე თავდასხმის გამო, რომლის დროსაც ხელისუფლების მტკიცებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა.

ტერორისტებმა კორტეჟის მოძრაობის მარშუტზე 50 კილოგრამიანი ბომბი ააფეთქეს, რამაც ერთ-ერთი მანქანის ელექტრობოძთან შეჯახება გამოიწვია.

შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ტერაქტის შედეგად ორი ამერიკელი დაიჭრა. პაკისტანელმა თალიბებმა განაცხადეს, რომ ეს თავდასხმა ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის საპასუხო რეაქციაა.

XS
SM
MD
LG