ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როდის დასრულდება ბირთვული კრიზისი ფუკუშიმაზე?


როდის დასრულდება ბირთვული კრიზისი ფუკუშიმაზე?
როდის დასრულდება ბირთვული კრიზისი ფუკუშიმაზე?

მაშველები ელექტროსადგურიდან რადიოაქტიული წყლის დაცლას ცდილობენ.

იაპონელი მაშველები ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიული წყლის დაცლას ცდილობენ, მაშინ როდესაც აღნიშნული ბირთვული ობიექტის მახლობლად ზღვაში სულ უფრო იზრდება რადიაციის დონე.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანომ მადლობა უთხრა მაშველებს, რომლებიც დიდი რისკის ფასად აგრძელებენ მუშაობას დაზიანებულ ელექტროსადგურზე, თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ საგანგაშოა.

ფუკუშიმას ბირთვული ობიექტიდან 300 მეტრის დაშორებით, ზღვაში რადიოაქტიული იოდინის დონემ 1200-ჯერ გადააჭარბა დაშვებულ დონეს, თუმცა ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრის მანძილზე რადიაციის დონე ნორმალურ ფარგლებშია.

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ბირთვული კრიზისი აღნიშნულ ელექტროსადგურზე.

XS
SM
MD
LG