სომეხი სეპარატისტების განცხადებით, მათ ყარაბაღის საზღვართან გამართულ ბრძოლაში, ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს.
სომეხი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებს ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ სომეხთა ძლიერი წინააღმდეგობის გამო იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. სომხების მტკიცებით, ბრძოლაში რამდენიმე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ყარაბაღის ომს დაახლოებით 35,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლტოლვილთა რიცხვმა კი მილიონს გადააჭარბა.