ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში რევლუციის გამარჯვებას იხსენებენ


ირანში რევლუციის გამარჯვებას იხსენებენ

მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ეგვიპტელები თავისუფლებას იმსახურებენ და სრული უფლება აქვთ თავად აიარჩიონ საკუთარი მთავრობა.

ირანის დედაქალაქში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა აზადის მოედანზე ისლამური რევოლუციის 32 წლისთავის აღსანიშნავად, რომლის დროსაც ამერიკის მოკავშირე ირანის შაჰი ჩამოაგდეს ტახტიდან.

დემონსტრანტების წინაშე გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ არაბულ სამყაროში დაწყებული სახალხო მღელვარება ბოლოს მოუღებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის გავლენას.

დემონსტრაციის მონაწილე ირანელებმა მხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადეს ეგვიპტეში მიმდინარე ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებს.

მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ეგვიპტელები თავისუფლებას იმსახურებენ და სრული უფლება აქვთ თავად აიარჩიონ საკუთარი მთავრობა.

XS
SM
MD
LG