ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონა სამერი გარდაიცვალა


დონა სამერმა წარმატების პიკს 1979 წელს მუსიკალური კრებულით ““Bad Girls” -ით მიაღწია.

დისკოს დედოფალი დონა სამერი გარდაიცვალა.

გრემის ხუთი პრიზის მფლობელ 63 წლის მომღერალს ფილტვის კიბო ჰქონდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამერის დაავადების შესახებ არავინ იცოდა და საჯაროდ იგი ამ თემაზე არ საუბრობდა.

დონა სამერმა წარმატების პიკს 1979 წელს მუსიკალური კრებულით ““Bad Girls” -ით მიაღწია. 1983 წელს სამერს ასევე დიდი პოპულარობა მოუტანა ცნობილმა ჰიტმა “She Works hard for the Money.”

დონა სამერის მეუღლე მომღერალი და კომპოზიტორი ბრუს სუდანო იყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

პრეზიდენტმა ობამამ და მისმა მეუღლემ მიუსამძიმრეს სამერის ოჯახს და დონა სამერს მუსიკის ლეგენდა უწოდეს.

XS
SM
MD
LG