ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ ძალადობაა


სირიაში კვლავ ძალადობაა
სირიაში კვლავ ძალადობაა

სირიაში მარტიდან 3,500 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ხუთშაბათს სირიის სამხედრო ძალებმა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. საერთაშორისო საზოგადოება განგარძობს ასადის მთავრობაზე ზეწოლას, რათა შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა და ხელისუფლებიდან წავიდეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა და პრეზიდენტ ასადის ბიძამ, რომელიც ამჯამად დევნილობაშჲა, მოუწოდეს სირიის ლიდერს თანამდებობიდან გადადგეს. გასულ კვირას არაბული ლიგის ქვეყნებმა სირიას წევრობის მანდატი შეუჩერეს.

გაეროს მონაცემებით, მარტის შემდეგ ასადის მთავრობის მიერ 3,500 მშვიდობიანი დემონსტრანტია მოკლული. თუმცა სირიის ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ამ მკვლელობების უკან ტერორისტული დაჯგუფებები და ექსტრემისტები დგანან.

XS
SM
MD
LG