ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეამბოხეები კადაფის ძალებს უტევენ


მეამბოხეები კადაფის ძალებს უტევენ

ლიბიის ოპოზიციურმა საბჭომ კადაფის ქვეყანაში დარჩენა შესთავაზა, თუ ის ძალაუფლების დათმობას დათანხმდება.

მეამბოხეებმა ლიბიის დასავლეთში მუამარ კადაფის ერთგულ ძალებზე მიიტანეს იერიში. ბრძოლა ტუნისის მოსაზღვრე ქალაქ ღეზაიას მახლობლად მოხდა, რომელსაც ლიბიის არმია სამხედრო ბაზად იყენებდა მეამბოხეების განცხადებით, მათ შეძლეს ქალაქის ხელში ჩაგდება.

მანამდე ლიბიის ოპოზიციურმა საბჭომ კადაფის ქვეყანაში დარჩენა შესთავაზა, თუ ის ძალაუფლების დათმობას დათანხმდება.

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ალ-ბაღდადი ალ-მაჰმუდიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კადაფის მიერ ქვეყნის დატოვება საერთოდ გამორიცხულია.

ლიბიის ხელისუფლებამ დაგმო ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც ოპოზიციის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლეგიტიმურობა აღიარა.

XS
SM
MD
LG