ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი ფოტოჟურნალისტების დაპატიმრების ფაქტებს ამართლებს


სააკაშვილი ფოტოჟურნალისტების დაპატიმრების ფაქტებს ამართლებს
სააკაშვილი ფოტოჟურნალისტების დაპატიმრების ფაქტებს ამართლებს

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქმე სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ეხება.

ახალი ამბების ოთხი ფოტოგრაფი, რომელთა შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფიცაა, ხუთშაბათს დააპატიმრეს. მათ კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო ქვეყნისთვის გადაცემაში ედებათ ბრალი. ოფიციალური თბილისი რუსეთის ფართო საჯაშუშო ქსელზე ხშირად აპელირებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაპატიმრებულთა შორის არიან პრეზიდენტის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე - ნათია გედენიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს თანამშრომელი - ზურაბ ქურციკიძე და საგარეო სამინისტროში მომუშავე -გიორგი აბდალაძე.

პოლიციამ ღამით მათი ოჯახები გაჩხრიკა და კომპიუტერების და მობილური ტელეფონების კონფისკაცია მოახდინა.

XS
SM
MD
LG