ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს


ვაშინგტონში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს
ვაშინგტონში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ტრადიციულად დემოკრატებს უჭერს მხარს, ობამას ემხრობა, რესპუბლიკელ ამომრჩეველს კი მისი გადარჩევა სურს.

სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების ფონზე, ვაშინგტონში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს. მთავრობასა და კონგრესმენ რესპუბლიკელებს, ისევე როგორც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებულ უთანხმოებას დიდი გავლენა ექნება პრეზიდენტ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაზე.

ობამას ადმინისტრაცია გაფრთხილებას აკეთებს, რომ თუ ვალის მაქსიმალური ოდენობის ზღვარი, ვალისა, რომელიც ამჟამად თოთხმეტ მთელ სამ მეათედ ტრილიონ დოლარს შეადგენს, არ გაიზარდა 2 აგვისტომდე, ამის უარყოფითი გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ ბაზრებს დაეტყობა და თავის მხრივ პრობლემა შეექმნება ამერიკის ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

პოლიტიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ ობამას წინა-საარჩევნო კამპანიის წარმატებას მასსა და კონგრესმენ რესპუბლიკელებს შორის ვალის საკითხში კომპრომისის მიღწევა ხელს შეუწყობს.

ექსპერტი სტუარტ როტენბერგი სწორედ ამ აზრისაა. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტი ახლა დიდი პრობლემის წინაშე დგას და ელექტორატი მას ეკონომიკური მდგომარეობისთვის სამაგიეროს გადაუხდის:

„თავად პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მდიდარი ამერიკელებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება ვალის საკითხში მოლაპარაკების ნაწილი უნდა გახდეს და რომ ეს გარიგება ასევე მოიცავს სახელმწიფო ხარჯების შეკვეცას, რასაც რესპუბლიკელებიც უჭერენ მხარს.“

ბოლო პრეს-კონფერენციაზე, პრეზიდენტმა უარყოფითად შეაფასა კონგრესის რესპუბლიკელი წევრების აქტივობა ვალის ოდენობის მომატებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში და თქვა, რომ კანონმდებლებმა დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულონ და საქმე გააკეთონ. პრეზიდენტმა მათ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწოდა.

ამ ფონზე, ის რესპუბლიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც საპრეზიდენტო კამპანიას ატარებენ, აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველი პირი წინასაარჩევნო თანხების შეგროვების მიზნით დედაქალაქიდან არ უნდა გადიოდეს და ნაცვლად ამისა, უფრო მეტად უნდა აქტიურობდეს ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით

ექსსპერტები დარწმუნებული არიან, რომ შიდა ეკონომიკური მდგომარეობა მომავლაი წლის საპრეზიდნეტო არჩევნებში ცენტრალური თემა იქნება.

გავლენიანი დემოკრატი პოლიტიკოსებიც კი შიშობენ, რომ ამერიკის ეკონომიკა მომავალ წელსაც არასახარბიელო მდგომარეობაში იქნება

ბოლო სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ წინ უსწრებს რესპუბლიკელთა ერთერთ წამყვან კანდიდატსნ მიტ რომნის.

გამოკითხვაში ასევე დაფიქსირდა, რომ მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც ტრადიციულად დემოკრატებს უჭერს მხარს, ობამას ემხრობა, რესპუბლიკელ ამომრჩეველს კი მისი გადარჩევა სურს.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ბილ შნაიდერი, ამბობს, რომ ამერიკის ორივე პოლიტიკურ პარტიას დიდი დაპირისპირება ექნება დამოუკიდებელი ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით. ეს ამომრჩეველთა ის ნაწილია, რომელმაც ბარაკ ობამას წარმატება განაპირობა ბოლო საპრეზიდნეტო არჩევნებში.

და ბოლოს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი ამერიკელი პრეზიდენტის დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში - 1967 წელსჯერალდ ფორდის, 1980 წელს ჯიმი კარტერის და ჯორჯ ბუში უფროსის 1982 წელს სწორედ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებმა განსაზღვრა.

XS
SM
MD
LG