ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს


მუბარაქს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს
მუბარაქს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს

83 წლის ექსპრეზიდენტი წითელი ზღვის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში წევს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას არანაირი მეცნიერულად დამტკიცებული ინფორმაცია არ გააჩნია იმის შესახებ, რომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს სიმსივნე აღმოაჩნდა.

მუბარაქის ავადმყოფობის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება კი ეგვიპტის გაზეთებში დაიბეჭდა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის მტკიცებით მუბარაქი კუჭის კიბოთია დაავადებული. ეგვიპტის ერთ-ერთი გაზეთის ინფორმაციით, მუბარაქის ჯანმრთელობას გერმანელი ექიმები შეამოწმებენ.

83 წლის ექსპრეზიდენტი წითელი ზღვის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში წევს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

აგვისტოში მუბარაქი სასამართლოს წინაშე წარსდგება სახელმწიფო თანხების მითვისების და ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების მკვლელობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG