ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის ახალი კანონი


ნიუ იორკის ახალი კანონი
ნიუ იორკის ახალი კანონი

ნიუ იორკი ამერიკის რიგით მეექვსე და ჯერჯერობით, ყველაზე დიდი შტატია, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინება ნებადართული ხდება.

ამერიკაში უმცირესობათა უფლებებისთვის მებრძოლები მნიშვნელოვან გამარჯვებას ზეიმობენ. ნიუ იორკის შტატში კანონმდებლებმა ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც შტატში ამიერიდან ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინება ნებადართული იქნება.

კანონი ხანგრძლივი დებატების შემდეგ პარასკევს ღამით 33-ით 29 ხმის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული. ნიუ იორკის გუბერნატორის, ანდრიუ კუომოს, ხელმოწერის შემდეგ ის საბოლოოდ ძალაში შევა. ნიუ იორკი ამერიკის რიგით მეექვსე და ჯერჯერობით, ყველაზე დიდი შტატია, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინება ნებადართული ხდება.

ამ ფაქტს სქესობრივი უმცირესობის დამცველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნიუ იორკი ამერიკაში ზომით მესამე შტატია. ამასთან ის ქორწინების ლიცენზიის გაცემისთვის შტატის მოქალაქეობას არ ითხოვს. და კიდევ, ნიუ იორკის გრინვიჩ ვილიჯის დასახლებაში 1969 წელს პირველად დაიწყო სქესობრივ უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის ბრძოლა.

XS
SM
MD
LG