ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ინტერვიუ - ბინ ლადენის ლიკვიდაციის დეტალები


ბარაკ ობამას ინტერვიუ - ბინ ლადენის ლიკვიდაციის დეტალები

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ რეიდის განხორციელების ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ცოცხლად აყვანა დიდ რისკებს უკავშირდებოდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ „სიბიესის“ ეთერში გადაცემა 60 წუთში გუშინ განაცხადა. მისი თქმით, უმთავრესი საზრუნავი და შეშფოთების საგანი ამერიკული კომანდოსის ბედი იყო, რომელსაც ბინ ლადენის რეზიდენციაზე იერიში უნდა მიეტანა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპერაციის 40 წუთი ეს მის ცხოვრებაში ძალიან ხანგრძლივი პერიოდი იყო.

ბარაკ ობამას თქმით, ასევე ნათელია, რომ ოსამა ბინ ლადენს პაკისტანში გარკვეული მხარდაჭერა ქონდა, თუმცა მის დამალვაში პრეზიდენტი პაკისტანის ხელისუფლებას არ ადანაშაულებს. მისი თქმით ჯერ კიდევ უცნობია, იცოდა თუ არა პაკისტანის მთავრობამ ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ.

XS
SM
MD
LG