ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს კოალიცია ლიბიაში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს


ნატოს კოალიცია ლიბიაში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს
ნატოს კოალიცია ლიბიაში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს

მუამარ კადაფის ქალიშვილი დღეს მამის დასაცავად ასობით მხარდამჭერთან ერთად ტრიპოლის ქუჩებში გამოვიდა.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები აცხადებენ, რომ ნატოს კოალიცია ლიბიაში სამხედრო ოპერაციას მუამარ კადაფის ხელისუფლებიდან წასვლამდე გააგრძელებს.

დევიდ კამერონმა, ნიკოლა სარკოზიმ და ბარაკ ობამამ აღნიშნეს, რომ კადაფის ხელისუფლების სათავეში დარჩენა ლიბიელი ხალხის ღალატი იქნება.

დღეს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე უცხოურ გაზეთში ერთდროულად გამოქვეყნდა, ლიდერები აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია, თუ საკუთარი ხალხის მკვლელობის მოსურნე ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს ლიბიის მომავალი მთავრობის მუშაობაში.

მუამარ კადაფის ქალიშვილი დღეს მამის დასაცავად ასობით მხარდამჭერთან ერთად ქუჩაში გამოვიდა ტრიპოლიში ლიბიის ლიდერის რეზიდენციის წინ, რომელიც 1986 წელს ამერიკამ დაბომბა. აიშა კადაფიმ თქვა, რომ მისი მამის გადადგომა ლიბიელების შეურაცხყოფა იქნებოდა.

XS
SM
MD
LG