ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუაზრებელი აგრესია


ამერიკა ფხენიანის პასუხიმსგებლობისთვის დამატებითი პირობების დაკისრებას აპირებს.

ამერიკის თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეული სამხედრო გემის ჩაძირვა გაუაზრებელი აგრესიის დემონსტრირების ნაწილია.

"გემის ჩაძირვის შემდეგ, ამერიკა, სამხრეთ კორეა და სხვა ქვეყნები აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ. ამ რთულ სიტუაციაში, ჩვენ მოკავშირებს სრული თანადგომა აღვუთქვით, ჩვენ განვაგრძობთ სამხერთ კორეაში ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას და გაეროს უშიშროების საბჭოზე სეულის მხარდაჭერას.”

სინგაპურში, აზიელ კოლეგებთან შეხვედრისას, გეითსმა აღნიშნა, რომ ამერიკა ფხენიანის პასუხიმსგებლობისთვის დამატებითი პირობების დაკისრებას აპირებს. თავდაცვის მდივანს დეტალებზე არ უსაუბრია.

XS
SM
MD
LG