ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა ვიეტნამში ჩავიდა


ლეონ პანეტა ვიეტნამში სინგაპურიდან ჩაფრინდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა დღეს ვიეტნამში ომის დროს უმსხვილეს ამერიკულ სამხედრო ბაზას ეწვია. პანეტა პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელმაც 1975 წელს ვიეტნამში ომის დასრულების შემდეგ კემ რანის ყურეში აღნიშნული სამხედრო საჰარეო და საზღვაო დანიშნულების ბაზა მოინახულა.

ლეონ პანეტა ვიეტნამში სინგაპურიდან ჩაფრინდა, სადაც უსაფრთხოების ფორუმს ესწრებოდა. კონფერენციაზე გამოსვლისას პანეტამ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ვაშინგტონი თავის საზღვაო ფლოტის დიდ ნაწილს წყნარ ოკეანეში გადაისვრის, რამდენადაც მთავარი ყურადღება აზიაზე მახვილდება.

XS
SM
MD
LG