ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სუდანის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.

სუდანი და სამხრეთ სუდანი ჰეგლიგის ნავთობის კონტროლზე პრეტენზიას აცხადებენ. თუმცა სამხრეთ სუდანის მთვარობა მზადაა იმისთვის, რომ ომის თავიდან ასაცილებლად ჯარები ჰეგლიგიდან გამოიყვანოს.

ორივე ქვეყანა ჰეგლიგიდან ჯარების გამოყვანის განსხვავებულ პირობებს აყენებს. პარასკევს სამხრეთ სუდანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯარები საკუთარი ნებით ჰეგლიგიდან გაჰყავს. თუმცა მოგვიანებით, ეს ვერსია შეცვალა და 72 საათიანი ვადა მოითხოვა.

მოგვიანებით გაეროში სუდანის ელჩმა დაფა-ალა ელჰაგ ალი ოსმანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუდანის არმიამ ჰეგლიგზე კონტროლი დაიბრუნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები სამხრეთ სუდანს მოუწოდებს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები ჰეგლიგიდან, სუდანის მთავრობას კი ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.

XS
SM
MD
LG