ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი პირველი მუსულიმური ქვეყანა იყო, რომელმაც 1949 წელს ისრაელის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა მოუწოდებს ისრაელს, აღადგინოს რეგიონალური თანამშრომლობა და თურქეთთან და ეგვიპტესთან ურთიერთობა მოაწესრიგოს.

პანეტამ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის უსაფრთხოება, თუმცა არც ისრაელმა უნდა დაივიწყოს რეგიონის დიპლომატიური ვალდებულებები.

თავდაცვის მდივნის განცხადებით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია პალესტინასთან მოლაპარაკებებიც, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი პირველი მუსულიმური ქვეყანა იყო, რომელმაც 1949 წელს ისრაელის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას მერე დაიძაბა, რაც გასულ წელს ისრაელის კომანდოსებმა პალესტინისკენ მიმავალ გემზე სამხედრო რეიდი მოაწყვეს და 9 თურქი აქტივისტი გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG