ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოში რამდენიმე აფეთქება მოხდა


დამასკოში რამდენიმე აფეთქება მოხდა
დამასკოში რამდენიმე აფეთქება მოხდა

დამასკოში, მმართველი ბაათის პარტიის შენობას რამდენიმე ჭურვი მოხვდა.

სირიელი აქტივისტების ცნობით, დამასკოში, მმართველი ბაათის პარტიის შენობას რამდენიმე ჭურვი მოხვდა, მას შემდეგ რაც არაბულმა ლიგამ უარყო პრეზიდენტ ასადის წინადაბებები სირიაში ვითარების დარეგულირების გეგმასთან დაკავშირებით. ასევე აქტივისტების საკოორდინაციო კომიტეტის და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით სირიის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ჯერჯერობით ამ ინფორმაციის დადასტურება სხვა წყაროების მხრიდან ვერ ხერხდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო თავისუფალი სირიის არმიამ, რომელიც სამთავრობო ძალებიდან გაქცეული ჯარისკაცებისგან არის დაკომპლექტებული და მეზობელ თურქეთშია ბაზირებული. მას შემდეგ, რაც სირიაში ასადის მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, ეს სამთავრობო სტრუქტურაზე პირველი შეტევაა.

XS
SM
MD
LG