ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპირისპირება გრძელდება


სირიაში დაპირისპირება გრძელდება
სირიაში დაპირისპირება გრძელდება

რუსეთი სირიის მთავარი მოკავშირეა უშიშროების საბჭოში, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს.

სირიის უშიშროების ძალები აგრძელებენ ოპოზიციის აქტივისტებთან ბრძოლას ქალაქ ჰამაში, სადაც აფეთქებების ხმა ისმის და სირიის არმიის ტანკები დგანან.

ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების განცხადებით ჰამასკენ მიმავალი ყველა საკომუნიკაციო საშუალება გადაკეტილია მთავრობის მიერ.

ქალაქ ჰამაში სამდღიანი შეტაკებების შედეგად, სირიის უშიშროების ძალებმა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის 130 მოწინააღმდგე მოკლეს.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს სირიის ხელისუფლებისადმი განკუთვნილ რეზოლუციას განიხილავს, რომელსაც ევროპელები და ამერიკელები უჭერენ მხარს.

აღნიშნული რეზოლუცია სირიიის მთავრობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისკენ და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

რუსეთი სირიის მთავარი მოკავშირეა უშიშროების საბჭოში, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს. ამჯერად მოსკოვი თანახმაა დაბალანსებულ რეზოლუციას დაუჭიროს მხარი, რომელიც დაგმობს ძალადობას სირიაში.

XS
SM
MD
LG