ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, თალიბებმა უზურგანის პროვინციის დედაქალაქში სამთავრობო შენობებზე მიიტანეს იერიში.
ერთსაათიანი ბრძოლის შედეგად, მეამბოხეებმა 17 ადამიანი მოკლეს და 37 დაჭრეს. ტარინ კოტში თალიბებმა მთავრობის სასახლეს და პოლიციის შტაბ-ბინას გაუხსნეს ცეცხლი. ამ თავდასხმაში 6 კამიკაძე მონაწილეობდა.
ავღანელი ექიმების თქმით, ბრძოლის დროს ერთი ბავშვი დაიღუპა. მოკლეს ასევე ტელეკომპანია ბი-ბი-სის ადგილობრივი კორესპონდენტი.
ამ ბოლო დროს თალიბებმა გაახშირეს თავდასხმები პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მომხრეებსა და მოკავშირეებზე. ოთხშაბათს კამიკაძემ ყანდაარის გუბერნატორი გულამ ჰაიდარ ჰამიდი ააფეთქა.
გასულ კვირას პრეზიდენტ კარზაის მრჩეველი მოკლეს. ივლისის დასაწყისში კი იმავე ყანდაარში საკუთარმა პირადმა მცველმა პრეზიდენტ კარზაის ნახევარ ძმა, აჰმად ვალი კარზაი ჩაცხრილა.