ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიაში კვლავ მსხვერპლია
სირიაში კვლავ მსხვერპლია

სააგენტო როიტერის ცნობით, მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

სირიაში დღეს ყველაზე ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა. მეამბოხეებმა დილიდან პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე ხალხის ფართო მასები გამოიყვანეს.

დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. აქციებია ჰომსში, სადაც მთავრობამ ტანკები ჩააყენა და ქურთებით მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო ჰასაკას რეგიონშიც. სააგენტო როიტერის ცნობით, მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

უშიშროების ძალების მიერ გასულ კვირას აქციის სასტიკი დარბევის მიუხედავად, დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ -დამასკოშიც- გაიმართა. როგორც იცით, წინა პარასკევს სამთავრობო ძალებმა ათობით ათას მეამბოხეს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 32 ადამიანი გარდაიცვალა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება დამოუკიდებელი წყაროებით არ ხერხდება, რადგან სირიის მთავრობა უცხოური მედიის საშუალებებს ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

XS
SM
MD
LG