ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაჯიჩი ჰააგის ტრიბუნალს გადაეცა


ჰაჯიჩი ჰააგის ტრიბუნალს გადაეცა

სერბეთის ხელისუფლებამ ხორვატიაში მცხოვრებ სერბთა ყოფილი ლიდერი გორან ჰაჯიჩი ჰააგის ტრიბუნალს გადასცა.

ჰაჯიჩის ადვოკატმა ტომა მილამ განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა წინა დღით უშედეგოდ სცადა ამ ექსტრადიციის გასაჩივრება ბელგრადში.

52 წლის გორან ჰაჯიჩი გასული საუკუნის 90-იან წლიბში სერბ მეამბოხეებს მეთაურობდა ხორვატებთან მიმდინარე ბრძოლების დროს. ის 2004 წელს გაუჩინარდა, როდესაც ჰააგის ტრიბუნალმა მისი დაპატიმრების სანქცია გასცა.

გორან ჰაჯიჩი ოთხშაბათს ბელგრადიდან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფრუსკა გორას მთიან რაიონში დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG