ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის პრეზიდენტი არაბული ლიგის თავმჯდომარეს შეხვდა


სირიის პრეზიდენტი არაბული ლიგის თავმჯდომარეს შეხვდა
სირიის პრეზიდენტი არაბული ლიგის თავმჯდომარეს შეხვდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არაბული ლიგის თავჯდომარეს ნაბილ ელარაბის შეხვდა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, არაბული ქვეყნების ლიგის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია უცხო სახელმწიფოების ჩარევა სირიის საშინაო საქმეებში.

ეს შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სირიის პრეზიდენტის ლეგიტიმურობა საკუთარი ხალხის თვალში ეჭვ ქვეშ დააყენა.

ბატონი ობამას განცხადებით, სირიის მთავრობა სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს, რაც მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი თავდასხმები ამერიკის და საფრანგეთის საელჩოებზე.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომხრეები მას შემდეგ დაესხნენ თავს საელჩოებს, რაც საფრანგეთის და ამერიკის ელჩები აჯანყებულ ქალაქ ჰამაში ჩავიდნენ სირიელი ოპოზიციონერებისადმი სოლიდარობის ნიშნად.

XS
SM
MD
LG