ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება


ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება

ლიბიის იუსტიციის მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ლიბიის ხელისუფლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დაშაულებისთვის ნატოს გასამართლების საშუალებებს გამონახავს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დამარცხების შედეგად კადაფიმ ლიბიიდან წასვლა და საზღვარგარეთ თავშესაფრის მონახვა მოისურვა, მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.

ლიბიელ მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ მისრატას ქუჩებში ხალხი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზეიმობს. ორშაბათს ჰააგის სასამართლომ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დაპატიმრების ბრძანება გასცა.

„კადაფი დამნაშავეა და მას მალე ბოლოს მოუღებენ “- აცხადებს დემონსტრაციაში მონაწილე მისრატას მკვიდრი ტაქსის მძღოლი.

სამშაბათს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფროსმა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ მოუწოდა ბატონ კადაფის მაღალჩინოსან ქვეშემრდომებს რომ მათ ლიბიის ლიდერი საერთაშორისო მართლმსაჯულებას გადასცენ.

„დღეს მისი დაპატიმრების დრო დადგა,“ განაცხადა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ.

მაგრამ ლიბიის ლიდერთან დაახლოებული პირები საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას უარყოფენ.

„ეს სასამართლო ფარულად ნატოს სამხედრო ოპერაციებს ამართლებს. ნატომ სცადა და განაცხადა, რომ ალიანსი ჩვენ მოძმე ლიდერს და მის ოჯახს გაანადგურებს. ნატოს მხრიდან ამგვარი ქმედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს,“ განაცხადა ლიბიის იუსტიციის მინისტრმა მოჰამედ ალ-ღამუდიმ.

ლიბიის იუსტიციის მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ლიბიის ხელისუფლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დაშაულებისთვის ნატოს გასამართლების საშუალებებს გამონახავს. აღსანიშნავია, რომ უკვე 100 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ჩრდილოატალნტიკურმა ალიანსმა ლიბიის სამთავრობო ობიექტების დაბომბვა დაიწყო.

ნიშანდობლივია, რომ ლიბია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. თუმცა ის სახელმწიფოები, სადაც ლიბიის ლიდერს შესაძლოა თავშესაფარი შესთავაზონ, ჰააგის სასამართლოს ძალაუფლებას აღიარებენ. ეს გარემოება მდგომარეობას ართულებს, აღნიშნავს ვაშინგტონში მდებარე ჰერიტაჯის ფონდის სამართლებრივი საკითხების ანალიტიკოსი ბრეტ შეფერი.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ბევრმა სახელმწიფომ კადაფის თავშესაფარი შესთავაზა. აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, გაეროს მოთხოვნამდე იგი თავშესაფარზე ფიქრობდა,“ აღნიშნავს ბრეტ შეფერი.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნის თანახმად საბჭომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბატონ კადაფისა და მასთან დაახლოებული პირების საქმიანობის გამოძიება დაავალა. ამგვარი გადაწყვეტილების გაწვევა, როგორც წესი, არ ხდება.

თუ ესა თუ ის ქვეყანა შეიკედლებს გაქცეულ ლიდერებს, რომლებზეც ჰააგის სასამართლოს დაპატიმრების ბრძანება არის გაცემული, ამ ქვეყნებზე საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

როცა ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი ნიგერიაში გაიქცა, სიერა ლეონეს საგანგებო სასამართლომ, რომელიც აგრეთვე ჰააგაში მდებარეობს, ტეილორის დაპატიმრების ბრძანება გასცა, რომელშიც მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ედებოდა ბრალად. ნიგერიის ხელისუფლებამ დაყოვენბის შემდეგ ტეილორი საერთაშორისო მართლმსაჯულებას გადასცა. კადაფიმ აღნიშნა, რომ ეს მაგალითი იმის მანიშნებელი იყო, რომ ლიდერები მსგავს თავშესაფრის შემოთავაზებებს მომავალში უგულვებელყოფენ.

ბატონმა კადაფიმ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი ლიბიას არ დატოვებს და სიკვდილამდე იბრძოლებს. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლა მას სხვა არჩევანს უბრალოდ არ უტოვებს.

XS
SM
MD
LG