ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი სირიას რეფორმების გატარებას სთხოვს


მოსკოვი სირიას რეფორმების გატარებას სთხოვს

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სირიის არმიის ტანკები ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია იდლიბში შევიდნენ, სადაც ხალხი ბაშარ ალ-ასადის 11 წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვს. სირიის არმიის მძიმე ტექნიკა სოფელ რამაში შევიდა, საიდანაც მოსახლეობა თურქეთში გაიხიზნა.

სამშაბათს რუსეთის ელჩმა მიხაილ მარგელოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი სირიის ხელისუფლებისგან რეფორმების გატარებას და ძალადობის შეწყვეტას მოითხოვს.

მოსკოვში მყოფი სირიელი ოპოზიციონერები რუსეთის ხელისუფლებისგან დახმარებას ელიან. ისინი იმედოვნებენ, რომ მოსკოვი შეძლებს ასადის დარწმუნებას, შეწყვიტოს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

რუსეთის ელჩის მიხაილ მარგელოვის განცხადებით, მოსკოვი დაინტერესებულია, რომ სირიაში ლიბიის მსგავსი სამოქალაქო ომი არ დაიწყოს.

XS
SM
MD
LG