ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ლიბიას ბომბავს


ნატო ლიბიას ბომბავს
ნატო ლიბიას ბომბავს

დღეს, ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიბიის დედაქალაქი დაბომბეს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელ ობიექტებზე იქნა იერიში მიტანილი ან არიან თუ არა დაშავებულები. ტრიპოლის ქუჩებში სამაშველო მანქანები შეინიშნებოდა.

ნატოს კამპანია საჰაერო იერიშს უფრო ხშირად ღამით ატარებს, თუმცა ლიბიაში დღის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმები ბოლო დროს გახშირდა.

ცოტა ხნის წინ, ლიბიის ლიდერის ვაჟიშვილმა განაცხადა, რომ მუამარ კადაფის არჩევნების ჩატარების სურვილი აქვს და რომ დამარცხების შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს. ეს შეთავაზება უკვე უარყვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ლიბიელმა მეამბოხეებმა.

XS
SM
MD
LG