ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია


სირიაში კვლავ საპროტესტო გამოსვლებია

დღეს, სირიაში ათასობით ანტი სამთავრობო დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. ისინი მთავრობის მიერ მომიტინგეების დარბევას აპროტესტებდნენ. ამ ფონზე, ოფიციალური დამასკო იტყობინება, რომ ქალაქ დარააში სამთავრობო ძალებზე თავდასხმა განხორციელდა.

სირიის სახელმწიფო მედია ციტირებას უხდენს სამხედრო ოფიციალური პირის განცხადებას, რომლის თანახმად დარააში მომხდარი ტერორისტული თავდასხმისას შეიარაღებული პირები ერთერთ სამხედრო პოსტს დაესხნენ თავს. ინციდენტის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG