ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციონერი აუნგ სან სუჩი თავისუფალია


ოპოზიციონერი აუნგ სან სუჩი თავისუფალია
ოპოზიციონერი აუნგ სან სუჩი თავისუფალია

სანგ სუჩი ყველა დემოკრატიულ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

ბირმის მთავრობის ოპოზიციონერი დემოკრატი აუნგ სან სუჩი შინაპატიმრობიდან გათავისუფლეს.

ბირმელი ხალხი სან სუჩის გათავისუფლებას სიხარულით და იმედით შეხვდა.

ქალაქ რანგუნში, ბირმის დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში, სადაც ლიდერი სიტყვით გამოვიდა, სანგ სუჩის ათასობით გულშემატკივარმა მოიყარა თავი.

ბირმის მთავრობის ოპოზიციონერი დემოკრატი აუნგ სან სუჩი ბირმელ ხალხს მოუწოდებს, არ დანებდდნენ ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას. სიტყვით გამოსვლისას დემოკრატმა ლიდერმა აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს. სანგ სუჩიმ იქვე დასძინა, რომ ყველა დემოკრატიულ ძალასთან ითანამშრომლებს ბირმაში ადამიანის უფლებების აღსადგენად.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ნობელის პრემიის ლაურეატმა 15 წელი შინაპატიმრობაში გაატარა.

XS
SM
MD
LG