ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის ეჭვები ირანის მიმართ


ალი აქბარ სალეჰის განცხადებით, გაეროს ატომური სააგენტოს ბოლო დოკუმენტი ირანის შესახებ მცდარია.

ირანის ბურთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა გაეროს ატომური სააგენტოს უწყება გააკრიტიკა. ალი აქბარ სალეჰმა ვენაში ყოფნისას განაცხადა, რომ გაეროს ატომური სააგენტოს ბოლო დოკუმენტი ირანის შესახებ მცდარია.

აღსანიშნავია, რომ წელს ირანის ურთიერთობა გაეროს საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან განსაკუთრებით დაიძაბა. დასვლეთი ეჭვობს, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამას ატომური იარაღის შექმნისთვის იყენებს, თუმცა ირანი ირწმნება, რომ მისი პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანია.

ვენაში გამართულ შეხვედრაზე შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა სტივენ ჩუმ თავის მხრივ განაცხადა, რომ თეირანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს არ ასრულებს.

XS
SM
MD
LG