ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა


პარასკევს ვენაში გაეროს ბირთვული სააგენტოსა და ირანის მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მთავარმა ინსპექტორმა ჰერმან ნაკაერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრას არანაირი რეზულტატი არ მოჰყოლია.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეები არც შემდგომ შეხვედრაზე შეთანხმებულან.

სააგენტოს მიერ დაწყებული მოლაპარაკებების ახალი რაუნდი კიდევ ერთი მცდელობა იყო იმისა, რომ დასავლეთმა ირანი ბირთვულ სადგურზე გამოძიებაზე დაითანხმოს.

გაეროს ბირთვული სადამკვირვებლო სააგენტოს მიზანია, ირანში პარჩინის სამხედრო ბაზაზე შესვლის უფლება მოიპოვოს, სადაც სავარაუდოდ თეირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG