ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბელარუსში ჩავიდა


პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოძმე ბელარუსში მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ახლო ურთეირთობების ნიშანია.

მინსკში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. პუტინისთვის ეს პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტად მესამეჯერ აირჩიეს.

ხუთშაბათს ლუკაშენკო რუსეთის ლიდერს მინსკის აეროპორტში შეხვდა, რის შემდეგაც ორივე ლიდერი პრეზიდენტ ლუკაშენკოს მინსკის მახლობლად მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.

შეხვედრის შემდეგ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოძმე ბელარუსში მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობების ნიშანია. მან იქვე დასძინა, რომ რუსეთი ბელარუსს რეგიონალური ფონდიდან სესხს გადასცემს.

XS
SM
MD
LG