ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსში ასტრონავტების ევაკუაცია ჩატარდა


ნასამ კოსმოსური სადგურისკენ დიდი სისწრაფით მიმავალი კოსმოსური ნარჩენები დააფიქსირა და უსაფრთხოების ფრთხილ ზომებს მიმართა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექვმა ასტრონავტმა ხომალდი რამდენიმე საათით დატოვა. ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სადგურისკენ დიდი სისწრაფით მიმავალი კოსმოსური ნარჩენები დაფიქსირდა.

ნასას ინფორმაციით, ასტრონავტების მსგავსი ევაკუაცია კოსმოსური სადგურის არსებობის ისტორიაში მესამედ განხორციელდა.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, კოსმოსური ნაგავი რუსული რაკეტა კოსმოს 2251-ის ნაწილი იყო. რაკეტა 1993 წელს გაუშვეს კოსმოსში. მისმა ერთმა ნაწილმა კოსმოსურ სადგურს 23 კილომეტრის მანძილზე ჩაუარა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მანძილზე ასტრონავტებს საფრთხე არ ემუქრებოდა, ნასამ უსაფრთხოების ფრთხილ ზომებს მაინც მიმართა. რამდენიმე საათის შემდეგ ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე დაბრუნდნენ.

XS
SM
MD
LG